saqarTvelos mdinareebi - qvedrula
სათავე | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
შესართავი | ჯეჯორა |
სიგრძე | 19.6 კმ |
აუზის ფართობი | 48.7 კმ² |
მდინარე სამხრეთ ოსეთსა და რაჭაში. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3075 მ. სიგრძე 19,6 კმ. აუზის ფართობი 48,7 კმ². სოფელ ქვედრულასთან ერთვის მდინარე ჯეჯორას მარჯვნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, წყალმცირობა – ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე – წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი 1,45 მ3/წმ.